სამუშაო საათები

ორშ - კვი: 09:00 : 19:00

About Us

ჩვენს შესახებ

“რინო მოტორსი” მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც 2010 წლიდან ავტომობილის მფლობელებს სთავაზობს მაღალი ხარისხის სერვისს. ჩვენი მისამართია ზუგდიდი, რუსთაველის 242. (საკონსერვოს გადასახვევთან) ჩვენი კომპანია მომხმარებელს ერთ სივრცეში სთავაზობს ყველა საჭირო სერვისს, რაც მომსახურებას უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ: ქალაქში ყველაზე მრავალფეროვან მაღაზიას - სადაც შესაძლებელია ოცდაათამდე ბრენდის ზეთის და 10 000 მდე ავტო დეტალის შეძენა; ავტო-სერვისის სრულ სპექტრს - რაც მოიცავს სავალი ნაწილების შეკეთებას, რაზვალს, დიაგნოსტიკას, კემპს, ვულკანიზაციას, ელექტროობას, კონდიციონერის შეკეთებას, დატუმბვას და სხვას) თვითრეცხვის ოთხ ბოქსს - სადაც შეგიძლიათ მესამედ ფასად გარეცხოთ მანქანა და ამასთან სერვისი მიიღოთ 24/7-ზე;
სამრეცხაოს სამ ბოქსს - სადაც მოგემსახურებათ პროფესიონალი პერსონალი; კაფეტერიას - სადაც კომფორტულად შეგიძლიათ დაელოდოთ ნებისმიერი სერვისის მიღებას; ჩვენ მუდმივად ვისწრაფვით სრულყოფისკენ, როგორც ბიზნეს პროცესების, ასევე პერსონალის განვითარების კუთხით, რაც გულისხმობს მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას.