პერსონალური მონაცემები
ვინ ამუშავებს მონაცემებს
შპს "რინო გრუპი", ზუგდიდი. ტელეფონი: 598 08 08 10.
რას ვინახავთ
რასაც ჩაწერის ფორმაში თვითონ უთითებთ: ტელეფონის ნომერს, სახელს, მანქანის ნომერს, მარკას და შენიშვნას. კომპანიის ფორმაში: კომპანიის სახელს, საკონტაქტო პირს, ტელეფონს, მანქანების რაოდენობას და შეტყობინებას.
ჩაწერასთან ერთად ვინახავთ, რომელი საიტიდან ან ბმულით მოხვედით ჩვენთან (მაგალითად, Facebook-იდან). ვიზიტის განმავლობაში ამას თქვენივე ბრაუზერი იმახსოვრებს და ჩვენთან მხოლოდ ფორმის გაგზავნისას მოდის; ჩანართის დახურვისას იშლება. თქვენი ინტერნეტ-მისამართი არ ინახება: ინახება მხოლოდ მისგან მიღებული კოდი, რომლითაც ფორმის ბოროტად გამოყენებას ვამოწმებთ.
რისთვის
ჩაწერის დასადასტურებლად და თქვენთან დასაკავშირებლად. ნომერზე მოგივათ მოკლე ტექსტური შეტყობინება ჩაწერის დროით და შეხსენება წინა დღეს; საჭიროებისას ფილიალიდან დაგირეკავთ.
საიტის ღილაკებით WhatsApp-ში ან Messenger-ში რომ მოგვწერთ, მიმოწერა ამ სერვისებში მიმდინარეობს და მათი წესები მოქმედებს.
სარეკლამო შეტყობინებებს გიგზავნით მხოლოდ მაშინ, თუ ამაზე ცალკე დაგვეთანხმეთ. უარის თქმა ნებისმიერ დროს შეიძლება ჩვენს ნომერზე დარეკვით.
სად ინახება და ვის გადაეცემა
მონაცემები ინახება ჩვენს სერვერზე, რომელიც გერმანიაშია. შეტყობინების გამგზავნ სერვისს გადაეცემა მხოლოდ ნომერი და შეტყობინების ტექსტი. სხვას თქვენს ნომერს და სახელს არ გადავცემთ.
ქუქი-ფაილები
საიტის მუშაობისთვის საჭირო ქუქი-ფაილი ყოველთვის გამოიყენება. სტატისტიკის და რეკლამის ქუქი-ფაილები (Google Analytics, Meta Pixel) ირთვება მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ; ამ შემთხვევაში ეს სერვისები იგებენ, რომელი გვერდები გახსენით.
თქვენი უფლებები
შეგიძლიათ გაიგოთ, რა მონაცემები გვაქვს თქვენზე, და მოითხოვოთ მათი გასწორება ან წაშლა. დაგვირეკეთ ან მობრძანდით ფილიალში.